
მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს.
ამასთან, გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო იმყოფებიან.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანია UVT Aero-მ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.