gorgia
ავერსი legi

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ნატო-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.

85