gorgia
ავერსი legi
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს პერიოდში შეეცდება გააძლიეროს საქართველოს და ბოსნია - ჰერცეგოვინას მხარდაჭერა.
 
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ნატოს მოკავშირეები რა რისკებს ხედავენ აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებით.
 
„ეს სხვადასხვა ქვეყანაა და თითოეულს აქვს გამოწვევა. თუმცა, მათ აერთიანებს ის, რომ რუსეთის მხრიდან იყო მათი ძალით დაშინების მცდელობა, ნაწილობრივ შიდა პოლიტიკაში ჩარევით, ნაწილობრივ სამხედრო ძალით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
 
მან გაიხსენა, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმა უკვე განხორციელდა და მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ისევე როგორც, რუსეთის ჯარები რჩებიან დნესტრისპირეთში, მოლდოვას ნაწილში.
1027