jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

თბილისში დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა ორგანიზებული, იმერეთის რეგიონიდანაც უერთდებიან.

მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ დედაქალაქისკენ.

მათი თქმით, „მიდიან დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება“. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი „მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები“.

საყოველთაო სახალხო შეკრებას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.

68