janmedi
ავერსი ნემო

ექიმობის მსურველებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარება 6-თვიანი ლოდინის გარეშე შეეძლებათ. 

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი განმეორებით გამოცდაზე გასვლას 6-თვიანი ინტერვალის დაცვის გარეშე შეძლებს.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ წარადგინა.

ცვლილებით უქმდება მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით იყო შესაძლებელი.

კანონპროექტის მიხედვით, მესამე მოსმენით მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ კანონი დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

94