 
        
პარლამენტთან შეკრებილებმა ორბელიანის მოედანზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც მათ განაცხადეს, „იქ მოქალაქეებს არბევენ, ამიტომ საჭიროა მათი დახმარება“.
„საქართველოს დაბრუნებას ვიწყებთ პრეზიდენტის სასახლის დაბრუნებით“,- განაცხადეს პარლამენტთან შეკრებილებმა.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანი აქციის მონაწილეებისგან ცარიელია, ხოლო მიმდებარე ქუჩაზე, კერძოდ ლეონიძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული.
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    