ნუ დაკარგავთ იმედს! - საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელში და სხვა არავისი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამას სრულად ვცემთ პატივს - არის ბევრი განსხვავება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ჩვენს, ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 20926 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ერია და ამიტომ ის იმედს არ კარგავს: იმედი მაქვს, რომ სიკეთე გაიმარჯვებს.
„თუ დღე მეკითხებით რა არის ჩემი გზავნილი, ვფიქრობ, გზავნილს ორი ნაწილი აქვს. სამწუხაროდ, არის ცუდი გზავნილი და ასევე, არსებობს კარგი გზავნილი. ცუდი გზავნილი არის ის, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების, კანონმდებლობის, ანტიევროპული რიტორიკის შედეგი, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაშინ, როდესაც ჩვენ წინ მივიწევთ სხვა ქვეყნებთან ერთად. ეს არის ცუდი მესიჯი. მაგრამ კარგი მესიჯი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, რომ კარი ჩვენს მხარეს ღიაა და როდესაც მოვა დღე და ეს ხელისუფლება ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლება მომავალში შეცვლის დამოკიდებულებას, მიდგომებს, დაუბრუნდება ევროკავშირის გაფართოების გზას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ!
საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელში და სხვა არავისი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამას სრულად ვცემთ პატივს- არის ბევრი განსხვავება, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ჩვენს, ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ყოფნა. იმედი მაქვს, რომ სიკეთე გაიმარჯვებს. თქვენ აღნიშნავთ ქრისტიანობის 1700 წელს. ვიცი, რომ მიკერძოებული ვარ, საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ მოუსმინეთ, თქვენს ჰიმნს. როდესაც მას უსმენ, რთულია, რომ ცრემლი არ მოგადგეს. თავისუფლება! - ქართველები თავისუფლების მოყვარული ხალხია. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს ვითარება, პირადად მე, იმედს არ ვკარგავ, მაგრამ მაინც ქართველების გადასაწყვეტია ქვეყნის მომავალი“.-განაცხადა ჰერჩინსკიმ.