jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
 
როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა.
 
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
849