jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა პფიზერ-ის ვაქცინას გადმოსცემს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.
 
პფიზერ-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. პფიზერ-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
 
ჩოვიდ-19 საწინააღმდეგო Pფიზერ -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:
 
12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;
 
12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
„პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა პფიზერ-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
 
გარდა ამისა, ჩოვიდ-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pფიზერ-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: - ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pფიზერ–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
„მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება“,-განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიმ.
 
პფიზერ-ის ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.
738