jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა: პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, NATO-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს.
 
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.
 
"რუსეთის ფართო აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, NATO-ს ყველა ქვეყანას და NATO-ს კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ, უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები NATO-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა," - განაცხადა კაია კალასმა.
 
ცნობისთვის, NATO-ს შეთანხმების მეოთხე მუხლი გულისხმობს, რომ უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კონსულტაციების გავლა, როცა ნებისმიერი წევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ NATO-ს მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
 
 
848