global distribution
გარე ავეჯი

 ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო-ს) გენერალური მდივნის მოადგილეს, აზია და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაბანას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ქვეყნის ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება. მინისტრმა გააცნო სტუმრებს საქართველოს მთავრობის ხედვა რეგიონული კავშირების გაძლიერების, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, ქალაქებისა და რეგიონების განახლების მიმართულებით.

არმიდა სალსია ალისჯაბანამ აღნიშნა საქართველოს როლი აბრეშუმის გზის თანამედროვე ქსელის განვითარებაში და მომავალი აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლაი პომოშნიკოვი.

არმიდა სალსია ალისჯაბანა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილისა და ESCAP-ს აღმასრულებელი მდივნის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. ის საქართველოში ვიზიტით იმყოფება „თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის“ ფარგლებში, სადაც პანელურ დისკუსიაზე Rewiring Global Trade სიტყვით გამოვა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

70