gorgia
ავერსი legi

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ისაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის - ათეულობით საფეხბურთო ე.წ. ტექნიკური ცენტრის პროექტის განხორციელება.

რევაზ სოხაძის თქმით, მთავრობის  პოზიციაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს თანაბარი წვდომა თანამედროვე სერვისებზე, მათ შორის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური კომპლექსები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონების თანაბარ განვითარებას. ეს ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

114