გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა 00:30 საათზე და ბათუმში ჩავა 05:42 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 00:35 საათზე გავა და დედაქალაქში 05:34 საათზე იქნება.
მათივე ინფორმაციით, 16 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მატარებლები იმოძრავებს:
თბილისიდან ბათუმისკენ – 10:10 საათზე; ხოლო ბათუმიდან თბილისისკენ – 18:30 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით – iOS -სა და Android-ზე, ასევე, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.