
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს, ირაკლი რუხაძე ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
ამავე ცნობებით, საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე.
„რუხაძე ცდილობს, საკითხზე „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას”, - აღნიშნავს ტელეკომპანია.