janmedi
ავერსი ნემო

რუსეთის მთავრობამ წიწიბურას ექსპორტზე ექვსი თვით დროებითი აკრძალვა დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება შიდა სურსათის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

აკრძალვა არ შეეხება ექსპორტს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნილ ტვირთებს. გამონაკლისებში შედის სამთავრობოთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული მიწოდებებიც.

ამასთან, რუსეთის მთავრობის განცხადებით, კიდევ ერთი დადგენილებით განისაზღვრა ნულოვანი საექსპორტო საბაჟო გადასახადი ბარდის, მუხუდოსა და ოსპის იმ პარტიებზე, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ გააქვთ.

 

252