jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
სააღდგომო არდადეგების პერიოდში, 30 აპრილიდან 3 მაისამდე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
 
უწყება “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და დასძენს, რომ ხსენებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა.
 
“გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.
 
ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად!
 
ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
936