jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება, საპატიმროში კი მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის საჭირო აპარატურა არ არის.
 
ყიფშიძის თქმით, საჭიროა კიდევ დამატებით სამი სპეციალისტის ჩართვა მსჯავრდებულის მკურნალობაში:
 
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული, იყო ნევროპათოლოგი და ფიზიკური მედიცინის სპეციალისტი. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ, აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა სამი დამატებითი კონსულტანტის გამოძახება. ეს არის ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი და კარდიოლოგი“ – ამბობს ყიფშიძე რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ.
 
ექიმს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომლის განცხადებითაც, ციხეში სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს:
 
“არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახია მე ფაფა, ჰკითხეთ ბადრაგს, ექიმებს, ექთნებს, ციხის ექიმზე ვლაპარაკობ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია”, - ამბობს ის.
 
მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებამდაცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
882