სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში ჯამში 35 ათასი ტონა ტვირთისა და 247.2 ათასი მგზავრის გადაყვანა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წლიურად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საჰაერო გზით გადატანილი ტვირთების მოცულობა 49.8-ით შემცირდა.
„2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% - გაგზავნილი“, - ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.