tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინაში “ნოვა კახოვკას” კაშხალზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. ამის შესახებ მან ტვიტერზე დღეს, 6 მაისს გააკეთა განცხადება.

“კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, “ნოვა კახოვკას” კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, — დაწერა პრეზიდენტმა.

6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის კაშხალი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი 5 საათში მიაღწევს კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს. ვიდეომასალაში, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს, ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით მიდის დასახლებული პუნქტებისკენ. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.

274