
„საქართველოს მოსახლეობა ბერდება“ - როგორც „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის 2024 წლის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ფიქსირდება 65+ ასაკის ადამიანების მატება, ხოლო შობადობამ სტაბილურად იკლო.
„საქართველოს მოსახლეობა ბერდება, 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა რაოდენობა 2013 წლის 14.1%-დან 2024 წელს 16.2%-მდე იზრდება, რაც ქრონიკული და გრძელვადიანი მოვლის მოთხოვნის ზრდას იწვევს“ - წერია კვლევაში.
რაც შეეხება შობადობის საკითხს, მიმოხილვის თანახმად, 2014 წლიდან შობადობის საერთო რაოდენობის 36%-იანი კლება ფიქსირდება.
„2014 წლიდან შობადობის საერთო რაოდენობის 36%-იანი კლება სავარაუდოდ, პედიატრიულ და მშობიარობის მომსახურებაზე მოთხოვნას შეამცირებს, ხოლო მოსახლეობის დაბერებას დააჩქარებს“ - წერია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
კვლევისვე თანახმად, დისბალანსია ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალშიც. ექთან-ექიმების დაბალი თანაფარდობა ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგიონული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მკვეთრად დაბალია, რაც პოტენციურად ართულებს მომსახურების ხარისხსა და საავადმყოფოების ფუნქციონირებას.