gorgia
ავერსი legi

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„რეგიონში ჩვენი საელჩოები სრულად ფუნქციონირებას აგრძელებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

111