global distribution
გარე ავეჯი

საქართველოში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების თითქმის 93% 10 წლის და მეტი ასაკისაა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

კერძოდ, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებული იყო 54.6 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსი, აქედან 50.6 ათასი, ანუ 92.7% იყო 10 წლის და მეტი ასაკის.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ავტოპარკში 2 წლის და ნაკლები ასაკის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება იყო 900 ერთეული, 5 წლის და ნაკლები ასაკის - 3.1 ათასი, 10 წელზე ნაკლების - 4 ათასი.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სატვირთო მანქანების შემთხვევაშიც ყველაზე დიდი წილი ძველ ტრანსპორტზე მოდის. კერძოდ, 2024 წელს ქვეყანაში სულ 125.7 ათასი სატვირთო მოძრაობდა, აქედან 115.3 ათასი, ანუ პარკის 91.7% 10 წელზე მეტი ასაკის. 2 წლის და ნაკლები - 2.8 ათასი ერთეული, 5 წლის და ნაკლები - 4.2 ათასი, ხოლო 10 წელზე ნაკლების 9.5 ათასი.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები, სატვირთო მანქანები, ასევე სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვეღარ რეგისტრირდება. ასეთი შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილებისთვის საქართველოში 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

75