 
        რაჭაში, ონთან ახლოს რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა.
როგორც, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრა თბილისის დროით 01:49 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც  3.2 მაგნიტუდით (ML)  განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ონიდან 2 კილომეტრში, სოფელ ონჭევში მიწისძვრა ორი დღის წინაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა (ML) იყო.
ცნობისთვის, იგივე ტერიტორიაზე მარტის თვეში მიწისძვრა 3 ჯერ დაფიქსირდა. 
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    