jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
27-28 აპრილს საქართველოში პირველად, აბრეშუმის ქარხანაში, ვორქშოპების  ფესტივალი იმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი პროფესიული და საგანმანათლებლო  ორგანიზაცია მონაწილეობს.
ფესტივალის ორგანიზატორები საათში 50 პარალელური ვორქშოპის ჩატარებას  აანონსებენ.
ფესტივალი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამინებზეა გათვლილი. ის  ერთნაირად დააინტერესებს მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი  პროფესიის შერჩევა უნდათ და ასევე 25-45 წლის ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა  ან ახალი ჰობის აღმოჩენა სურს. 
 
ვორქშოპების ფესტივალი საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც გართობა  უნდათ, ასევე 65+ კატეგორიისთვის, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სურს ბევრ  საინტერესო ადამიანს შეხვდეს.
 
საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე განსხვავებული ზონა იქნება განლაგებული: 
პროფესიული განათლების და პიროვნული განვითარების ზონა; კვების ზონა; DIY და  მებაღეობის ზონა; ჯანმრთელობის და სილამაზის ზონა;ხელოვნებისა და კრაფტის ზონა;  მშობლების ზონა; ტექნოლოგიების ზონა, პროფესიული განათლების და პიროვნული  განვითარების ზონა; კვების და სასმელების ზონა; DIY და მებაღეობის ზონა;  ჯანმრთელობისა და სილამაზის ზონა; მშობლების და ბავშვების ზონა;  ვორქშოფები და მასტერკლასები თითოეული აქტივობა მოიცავს მარტივ, პრაქტიკულ რჩევებს, ვორქშოფებს და მასტერკლასებს:
 
 
ხელოვნება და კრაფტი
• ტანგო 
• 5 რიტმი - თავისუფალი ცეკვის მედიტაცია
• ძერწვა
• სანთლების დამზადება
• ხალიჩების ქსოვა
• ხატვა ბავშვებისთვის
• ხატვა ზრდასრულებისთვის
• ტანსაცმლის დიზაინი
• დიორამა
• ტყავის მცირე ნივთების დამზადება
• ხის ნივთების დამზადება
• ავეჯის რესტავრაცია
• ანიმაცია
• რუკების ხატვა
• ხმელი ყვავილებისგან და ჰერბარიუმისგან ბარათების დამზადება
• ტექსტილზე ბეჭდვა
• დრამზე დაკვრა
 
კვება და სასმელები
• ღვინოში არომატების აღმოჩენა
• კოქტეილების დამზადება
• კომბუჩას მომზადება
• ჯანსაღი ენერჯი ბურთების დამზადება
• მარტივი იტალიური კერძები სახლის პირობებში
• ბურგერის მომზადება მარტივად
• პასტის ხელით დამზადება
• მარტივი ინგრედიენტებით სადილის მომზადება
• 10 წუთში მოსამზადებელი კერძები
• მორთვა, დეკორირება
• ყავა და მისი სწორი მომზადება
 
 
DIY და მებაღეობა
• არასაჭირო ნივთებისთგან ახალი ნივთების დამზადება 
• მასტერკლასი
• მინიატურული სამშენებლო მასალებით მოდელების აშენება
• ოპტიმალური რჩევები პატარა ბინის ინტერიერისთვის
• ფენ შუი
• კოკედამას სიდ ბომბების ვორქშოფი
• მცენარეების გამრავლების მასტერკლასივორქშოფი
• მცენარეების მოვლის მასტერკლასივორქშოფი
• ლესვის მასტერკლასივორქშოფი
 
ჯამრთელობა და სილამაზე
• სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი სახლის პირობებში
• no make-up make-up
• თავის მოვლის რჩევები (ბუნებრივი მეთოდები, შეცდომები)
• პირველადი დახმარება
• საევაკუაციო რჩევები
• სახლში ვარჯიშის მარტივი რჩევები
• სწორი სუნთქვა
• ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ვარჯიშები
 
 
ტექ. ზონა
• 3d მოდელირება და ბეჭდვა
• ლეგო რობოტიქსის ჰაკათონი
• თამაშების შექმნის ხელოვნება
• ხელოვნური ინტელექტი ჩატბოტის შექმნა
• ხელნაკეთი მანქანების ვორქშოფი
• ელექტრონიქსისახალისო ელექტროობა
• როგორ მივცე სწორად დავალება “promt” ChatGPT-ს და Dalle-ს;
• როგორ დავიცვათ კიბერ ჰიგიენა
• როგორ შევქმნა ციფრული პროდუქტი კოდის დაწერის გარეშე
• კარიერული ბუთქემფი ქალებისთვი
 
 
განათლება 
• საქართველოში დეფიციტური და აქტუალური პროფესიები 2030 წლისთვის
• საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარდგენა
• როგორ ავირჩიოთ პროფესია
• როგორ ავირჩიოთ საგანმანათლებლო დაწესებულება
• ქვეყნის გარეთ განათლება
 
 
პროფესიული განათლება
• კარიერული რჩევები - როგორ ავირჩიო პროფესია და აშ.
• როგორ გავხდე ფრილანსერი
• ვიწრო სპეციალობების ვორქშოფები
• პროფესიული განვითარება
• როგორ შევიცვალოთ პროფესია
• პიროვნული ზრდა
• ახალი უნარები და ხელსაწყოები
 
 
მშობლების და ბავშების ზონა
• როგორ გავხდეთ უკეთესი მშობელი
• როგორ ვეურთიერთოთ შვილებს
• რა წავაკითხოთ
• საბავშვო გასართობი სივრცე
• მუსიკალურ ინსტრუმენტბზე დაკვრა
• ხატვა
 
Work Shop Fest-ის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების  ორგანიზების 18 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის პროფესიულ ბიოგრაფიაშია 600-მდე  ორგანიზებული ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები: Sport Fest, Kiketi Fest,  Kiketi Forest Downhill Cup, Tsira Ski Cross. 
74