global distribution
ავერსი გარე ავეჯი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისზე ტვიტერზე დაგმო 5 ივლისს თბილისში, საპატრიარქოს ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი ანგარიშსწორება.
 
“ჩვენ ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმას. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებული არიან, დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ძალადობის მონაწილეები” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
 
მან ასევე გააზიარა საელჩოების ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმობილია ხელისუფლების პასიურობა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
1147