jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბ-ბინის პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, დილის 9 საათისთვის, რუსეთ-საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 16 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მტერმა გამოიყენა 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები, სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები. დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ მირონოვსკისთან დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო და დაიღუპა.
765