gorgia
ავერსი legi

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფორმაციით კი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი „იმედთან“ აცხადებს, პატრიარქის მდგომარეობა საყურადღებოა.

„შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა- არასტაბილური“, - აცხადებენ კლინიკაში.

136