gorgia
ავერსი legi

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერ „Marinera“-სთან დაკავშირებით. 

ღია წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 7 იანვარს დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ 28 მეზღვაური იმყოფება. მათ შორის არიან 6 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ეკიპაჟში ასევე შედიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, ტანკერის დაკავება აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებას უკავშირდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.

"ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას", - წერია განცხადებაში.

165