gorgia
ავერსი ნემო

ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით, - ამის შესახებ ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ანანიამ მას მიმართა, იღებდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის უღელს.

კრებამ ახალარჩეული პატრიარქისგან დასტური მიიღო.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

59