global distribution
ავერსი გარე ავეჯი
 ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თურქეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან შედეგიანი ვიზიტი გვქონდა თურქეთის რესპუბლიკაში, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროში შედგა  საინტერესო შეხვედრები, გავეცანით თურქეთში დღეს მიმდინარე  ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – ამის შესახებ რევაზ სოხაძემ განაცხადა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რევაზ სოხაძემ შეხვედრები გამართა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აბდულკადირ ურალოღლუსთან, ასევე, თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა თურქეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროში გამართული  შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავდა თურქეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას.
მან ხაზი გაუსვა თურქეთთან მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ განხილული იყო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილების გაზიარება.
„იმედი გვაქვს, რომ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენი პროექტების ხარისხიანად განხორციელებას. შევთანხმდით, რომ გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს ორმხრივი ურთიერთობის გასაძლიერებლად,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
76