jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.

"ერთ მოქალაქეს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გაეწერა ბინაზე. მეორე მოქალაქეს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა თავის მიდამოებში, თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მესამეს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში, ასევე ტვინის შერყევა. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მეოთხეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი. წარმატებით ჩატარდა ოპერაცია. ასევე აღენიშნება მარჯვენა ტერფზე დაზიანება. მიმდინარეობს მონიტორინგი. მეხუთე პაციენტს თავის მიდამოს დაზიანება ჰქონდა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, დადგინდა ტვინის შერყევა. სხვა დაზიანება არ გამოვლენილა. მან სტაციონარში მკურნალობაზე უარი თქვა და გაეწერა ბინაზე”, - აღნიშნა გაბუნიამ.

79