janmedi
ავერსი ნემო

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა კლინიკაში.

მისივე თქმით, საერთო ჯამში კლინიკაში ამ მიზეზით 17 პაციენტი იყო მოთავსებული, საიდანაც ბინაზე უკვე 9 პაციენტი გაეწერა.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

67