gorgia
ავერსი legi

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

„ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი”, - აღნიშნავს საპატრიარქო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

68