 
        თუ ყველა ამ საკითხზე არ გავამახვილეთ ყურადღება და თუ არ გავამკაცრეთ დისციპლინა და აღსრულება, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღა გვექნება სერიოზული, - ამის სესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 
"ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. სხვა ინდიკატორებიც უარესდება,  მხედველობაში მაქვს დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, რეპროდუქციის ანუ გადამდებლობის ინდექსი. იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვიც ანუ მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე", - ამბობს ამირან გამყრელიზე. 
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    