jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 3 წლის ვადით უვიზოდ შეუძლიათ - ამის შესახებ დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“, - წერია დადგენილებაში.

ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.

65