jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა კი მწყობრიდან არის გამოყვანილი - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო სასაზღვრო სამსახურები "არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ" რუსულ სამხედროებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები უკრაინულ ქალაქებზე არავითარ დარტყმებს არ ახორციელებენ.
 
უწყების ინფორმაციით, სამოქალაქო პირებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.
 
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ.
639