tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად წამლის ლაბორატორია ამოქმედებისთვის მზად არის და მისი გახსნის შემდეგ წამლის ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლაბორატორიის გახსნის დროს არ აკონკრეტებს, თუმცა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პასუხობს, რომ მიდის საუბარი თუ როდის გაიხსნას ლაბორატორია.
„წამლის ლაბორატორია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მზად არის. ახლა ვთანხმდებით ტექნიკურ დეტალებზე და საორგანიზაციო საკითხებზე, რომელ დღეს უნდა ჩაინიშნოს ამ ლაბორატორიის გახსნა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და აღარ იქნება საჭირო საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გაგზავნა, მათი ხარისხის დასადგენად“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ BM.GE-სთან ერთი თვის წინ განაცხადა, წამლის ლაბორატორია მარტის ბოლოსთვის გაიხსნება.
278