jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ამ დროისთვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.

57