
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
თვითმხილველების განმარტებით, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა.
მათივე თქმით, ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.