tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მოხდება. 
კიკაბიძეს სურვილისამებრ დედისა და ცოლის გვერდით დაკრძალავენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდები ქაშუეთის ეკლესიაში იმართებოდა.
მისი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო. უკრაინელი მინისტრი ფილარმონიაში გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას წაიკითხავს.
ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ის იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო. 
დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  
2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვანა.  
354