global distribution
ავერსი გარე ავეჯი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ (ვაკო) ავალიანის კანდიდატურა წარუდგინა.

შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „." ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ვაკო ავალიანს „რუსთავი 2“ - ის დირექტორის პოსტი 2021 წლიდან ეკავა და ის მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.

73