 
        კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა - მოქალაქეებს სისტემაში შეუძლიათ, დააფიქსირონ თუ რომელი ვაქცინით სურთ აცრა; ამისთვის მათ მხოლოდ 3 არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.
"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19-ს წინააღმდეგ ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
სარეგისტრაციო პლატფორმაზე მოქალაქეებმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ. 
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    