jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის მესამე ტალღა.
 
„ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე. ჯერ ჩვენთან სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ არის. თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, ჯანდაცვის სექტორს, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას, ის ხელს შეუშლის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. თუ გამოვიჩენთ ნებისყოფას, გადავდგამთ რადიკალურ პრევენციულ ზომებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - აცხადებს ცერცვაძე.
2027